თამაშგარე

15:35 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დანიელამ გარი იუარა

იყო დრო, როდესაც გარი ლინეკერი ბრიტთა კუნძულზე ყველაზე პოპულარული ჯეელი იყო და მისი გატანილი გოლები სიამაყესა და ჟრჟოლვას გვრიდა სრულიად ინგლისს და მის შემოგარენს. ახლა მისტერ გარი ოდენ ნაკლებად ცნობილი სპორტული წამყვანია და საზოგადოებას თავს თავის პირადი ცხოვრებითღა თუ შეახსენებხ ხოლმე.

ამ ბოლო დროს, გარი ლინეკერის სახელი ბულვარულ მედიაში იმის გამო გაჟღერდა, რომ ინგლისელ ვეტერან მობურთალს თურმე გულისსწორი, მოდელი დანიელა ბუქსი გაშორდა და როგორც “ყვითელი” მოკალმეები წერენ, ამ განშორების მიზეზი ის იყო, რომ დანიელას გარი უბრალოდ ყელში ამოუვიდა.

წლების მდინარებას რა ვუთხარით, თორემ აბა ის სამართალია, რომ გარი ლინეკერისთანა ყოჩაღ მობურთალს იმდენად გადაეფარა დავიწყების ფარდა, რომ სატრფომაც კი უგანა? თორემ, ძველი და ნეტარხსენებული დრო რომ იყოს, ამისთანა კაცს ქალების რიგი ექნებოდა დამდგარი. ჟამმა უნდობარმა კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

0.096786