სხვა

13:47 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორი სპორტსმენით მეორე თამაშებზე

12 თებერვალს ლილეჰამერში საზეიმოდ გაიხსნება ზამთრის მეორე აზალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. ნორვეგიის ამ ქალაქმა 22 წლის წინ, 1994 წელს ზამთრის XVII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა (სწორედ ამ თამაშებზე შედგა დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური დელეგაცის დებიუტი), ამჯერად კი ლილეჰამერი მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენის სამასპინძლოდ ემზადება. ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან ზამთრის სპორტის 15 სახეობაში. 10 ოლიმპიური დღის განმავლობაში გათამაშდება მედლების 70 კომპლექტი.

საქართველო ამ თამაშებზე (ისევე, როგორც 4 წლის წინ ინსბრუკში გამართულ პირველ ამგვარ თამაშებზე) ორი სპორტსმენით წარსდგება: მოციგავეთა ტურნირზე გამოვა ლაშა ფერაძე, სამთო თხილამურობის ორ დისციპლინაში კი ბესარიონ ჯაფარიძე იასპარეზებს. მოციგავეთა შეჯიბრება 14 თებერვალს ჩატარდება, ხოლო ჯაფარიძე სტარტს 16 თებერვალს გიგანტურ სლალომში აიღებს, სამი დღის შემდეგ კი სლალომისტთა ტურნირში ჩაებმება.

საქართველოს ექვსკაციანი დელეგაცია ლილეჰამერში 10 თებერვალს გაემგზავრება. სპორტსმენებთან ერთად ოლიმპიურ გუნდში იქნებიან ფელიქს ქუმარიტაშვილი (მწვრთნელი, ციგაობა), იასონ აბრამაშვილი (მწვრთნელი, სამთო თხილამურობა) და გიორგი ესაკია (მისიის ხელმძღვანელი ოლიმპიურ სოფელში). დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.095182