თუკი ქართულ ბეჩავ რეალობას გადავხედავთ, ჩვენში ქალები ძირითადად სამზარეულოდან გამოსვლას და საზოგადოების ცხოვრებაში ჩართვას ითხოვენ და ბევრს უკვე ყელში ამოუვიდა ლამის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად ქცეული არცთუ საამაყო ფრთიანი გამოთქმა: “შედი ქალო “კუხნაში!”.
ბექჰემების ოჯახში კი ამის სრულიად საპირისპირო პრობლემა დგას, რადგან მობურთალ დევიდის პოპულარულ ცოლს, ვიქტორია ადამს-ბექჰემს რეალურად სამზარეულოში ყოფნა უფრო სიამოვნებს და ოთხი შვილის აღმზრდელ ვიქტორიას ხანდახან როდესაც სცენაზე ასვლა უწევს, მაშინაც ისე იჯღანება, თითქოს გუგული მაღრაძის პრესკონფერენციისათვის ეყურებინოს.
ამასწინათ, დევიდ ბექჰემმა ლონდონში გამართულ ერთ-ერთ საქველმოქმდო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საზოგადოებისათვის ცოლის ნაცვლად მოუწია ბოდიშების ხდა, რადგან იმ ღონისძიებაზე ვიქტორიას უნდა ემღერა, მაგრამ ბექჰემის თანამოსაყდრემ სიმღერის ნაცვლად, ქველმოქმედების ამბავში ფულის გადარიცხვა გადაწყვიტა. ცოლის ჯიუტობით განაწყენებულმა დევიდ ბექჰემმა კინაღამ მთელი ხმით დასჭექა: ადი ქალო სცენაზე!







