საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ფრენბურთელთა ნაკრებმა თბილისში ჩატარებულ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფაკაციო ეტაპზე მე-2 ადგილი დაიკავა და შემდეგ რაუნდში გასვლა ვერ მოახერხა.
მინი-ტურნირს “ახალი თბილისის” ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის სასახლემ უმასპინძლა, ქართველ ფრენბურთელებს კი მე-2 ჯგუფში თამაში ინგლისის და ბელარუსის ნაკრებებთან მოუხდათ.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში პაატა ულუმბელაშვილის შეგირდებმა ინგლისი 3:0 (25:16, 25:13, 25:10) დაამარცხეს, გადამწყვეტი მატჩი კი ბელარუსთან 1:3 (16:25, 14:25, 25:19, 15:25) დათმეს.
შედეგად, მომდევნო ეტაპზე ბელარუსებმა გააღწიეს და მე-2 ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთს, რუმინეთს და სერბეთს ეთამაშებიან.









