ფეხბურთი

17:13 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ყველა დროის ნაკრები

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ თავისი ქვეყნის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. “ალბისელესტეს” სიმბოლურში მოხვედრილი 11 მოთამაშიდან ერთადერთია მოქმედი ფეხბურთელი – ლიონელ მესი.

დანარჩენ 10 მოთამაშეს კი კარიერა უკვე დასრულებული აქვს. მათ შორის არიან ხავიერ ძანეტი, რომელსაც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტჯერ უთამაშია და გაბრიელ ომარ ბატისტუტა, ვისაც გატანილი გოლების მხრივ რეკორდი ეკუთვნის. ბუნებრივია, ყველა დროის სიმბოლურში ფეხბურთის უგვირგვინო მეფედ წოდებული დიეგო არმანდო მარადონაც მოხვდა.

არგენტინის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე: უბალდო ფილოლი

მცველები: ხავიერ ძანეტი, რობერტო პერფუმო, დანიელ პასარელა, ალბერტო ტარანტინი

ნახევარმცველები: მიგელ ანხელ ბრინდისი, დიეგო მარადონა, ფერნანდო რედონდო

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, გაბრიელ ბატისტუტა, მარიო კემპესი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112559