ფეხბურთი

1:08 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზუგდიდში ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყო

ზუგდიდში ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყო, რომელიც უეფას III კატეგორიის სტადიონის სტანდარტების შესაბამისადაა დაპროექტებული და 7233 მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონს ექნება სათადარიგო მოედანიც, რომელიც 1224 მაყურებელს დაიტევს.

სტადიონზე გათვალისწინებულია მაყურებელთა 10 შესასვლელი, მოედნის კუთხეებში იქნება სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები.

დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსების პარკინგი გუნდების, ქომაგების და ჟურნალისტებისთვის, ასევე პარკინგი VIP მაყურებელთათვის.

პარკინგი აგრეთვე გათვალისწინებულია დამხმარე სტადიონის გარშემოც. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება მაღაზიები და კვების ობიექტები.

სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა ჯამში 6.5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

www.smoge.org

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.079847