ფეხბურთი

0:36 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ორხელისუფლებიანობაა

ინგლისის ჩემპიონატის მე-14 ტურის ცენტრალური შეხვედრა “კინგ პაუერ სთედიუმზე” გაიმართა, სადაც გათამაშების სენსაციურმა ლიდერმა “ლესტერმა” მეორე ადგილოსანი “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და ფრედ ეთამაშა, რითაც “მანჩესტერ სიტიმ” ისარგებლა, შინ “საუთჰემპტონი” დაამარცხა და "ლესტერს" ქულებით გაუთანაბრდა.

კლაუდიო რანიერიმ 4-4-2 ტაქტიკა აირჩია და საკუთარ გუნდს მეორე ნომრად ასპარეზობა დაავალა. “მელიებმა” ბურთი მეტოქეს დაუთმეს, დაცვაში კარგად გამაგრდნენ, ხოლო თავად კონტრშეტევებზე ააგეს თამაში, რაც სწორი გათვლა აღმოჩნდა, რადგანაც მათი გოლიც სწრაფ კონტრშეტევას მოჰყვა და სტუმრებიც იშვიათად ქმნიდნენ ხიფათს.

შეხვედრა ორივე კლუბმა ფრთხილად დაიწყო და საწყის წუთებში სახიფათო მომენტები არ შექმნილა. “იუნაიტედი” ბურთს აკონტროლებდა, თუმცა გამწვავება უჭირდა, ხოლო მასპინძლები საკუთარ შანსს ელოდნენ, რომელიც 24-ე წუთზე მიიღეს და გამოიყენეს კიდეც: ფუჩსიმ მშვენიერი გრძელი გადაცემა გაუკეთა ჯეიმი ვარდის, რომელმაც საკუთარი შანსი არ გაუშვა, პრემიერლიგის ზედიზედ მე-11 მატჩში გაიტანა გოლი და რუდ ვან ნისტერლოის რეკორდი მოხსნა. აღსანიშნავია, რომ ინგლისელ ფორვარდს აღნიშნული მიღწევა პირველმა სწორედ ვეტერანმა ჰოლანდიელმა მიულოცა.

გოლის შემდეგაც შეხვედრის სურათი თითქმის არ შეცვლილა. “იუნაიტედი” ბურთს ისევ აკონტროლებდა, თუმცა კინაღამ მეორე გოლიც გაუშვა – ვარდის გოლიდან შვიდ წუთში სხვაობის გაზრდა რიად მაჰრეზს შეეძლო, მაგრამ დე ხეამ ივარგა და საკუთარი გუნდი იხსნა. სამაგიეროდ, “წითელმა ეშმაკებმა” პირველივე რეალური შანსი გოლად აქციეს და თანაც ეს ზედ შესვენების წინ მოახერხეს – მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, რომელიც ბასტიან შვაინშტაიგერის ზუსტი თავური დასრულდა.

მეორე ნახევარში გუნდები კიდევ უფრო ფრთხილად თამაშობდნენ, რაც სახიფათო მომენტების ნაკლებობაში ნათლად აისახა. ერთადერთი რეალური საგოლე შანსი 67-ე წუთზე ლეონარდო ულოას ჰქონდა, რომელიც კვლავ “მელიების” კონტრშეტევას მოჰყვა, მაგრამ მაჰრეზის გადაცემა არგენტინელმა ფორვარდმა ვერ შეირგო და მას დავიდ დე ხეამ აჯობა. დარჩენილ დროში მხოლოდ რამდენიმე ნახევარეპიზოდი შეიქმნა, მაგრამ შმეიხელსა და დე ხეას საქმეს თითქმის აღარ ჰქონიათ და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ორმატჩიანი წაგებათა სერია (ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით) შეწყვიტა “მანჩესტერ სიტიმ”, რომელმაც შინ “საუთჰემპტონს” სძლია. “ქალაქელებმა” პირველი ტაიმი ფაბიან დელფისა და კევინ დე ბრუინის გოლებით მოიგეს. 49-ე წუთზე შეინ ლონგმა ერთი ბურთი გაქვითა და მატჩი დაძაბა, ხოლო ოც წუთში ალექსანდრ კოლაროვმა მატჩის ბედი გადაწყვიტა და "სიტი" გათამაშების თანალიდერია – 3:1.

ყოფილი გუნდი არ დაინდო ალან პარდიუმ, რომლის გაწვრთნილმა “კრისტალ პალასმა” შინ “ნიუკასლი” გაანადგურა. სტუმრები სისეს გოლით იგებდნენ, თუმცა “არწივებმა” შემდეგ ხუთი უპასუხო ბურთის გატანა მოახერხეს – 5:1.

ვერავინ და ვერაფერი შველის “ასტონ ვილას”, რომელიც ამჯერად “უოტფორდთან” დამარცხდა საკუთარ კედლებში და ბოლო ადგილზე დარჩა.

სამაგიეროდ, ახალი მწვრთნელის ხელი დაეტყო “სანდერლენდს”. სემ ელარდაისის შეგირდებმა შინ “სტოკ სიტი” დაამარცხეს. სტუმრები რაიან შოუკროსის გაძევების გამო 47-ე წუთიდან კაცნაკლულნი იყვნენ, რითაც “შავმა კატებმა” ისარგებლეს და ბოლო 10 წუთში გატეხეს მეტოქე. გოლები ვან აანჰოლტმა და უოტმორმა გაიტანეს.

დრამატული შეხვედრა შედგა “დინ კურტზე”, სადაც ადგილობრივი “ბორნმუთი” მე-80 წუთამდე 0:2-ს აგებდა. მასპინძლებმა შვიდ წუთში წონასწორობა აღადგინეს, თუმცა როს ბარკლიმ 95-ე წუთზე კვლავ წინ გაიყვანა მერსისაიდული კლუბი და თითქოს 3 ქულაც მოუპოვა, მაგრამ მასპინძლებმა იბრძოლეს და სტანისლასმა მსაჯის მიერ მე-8 (!) კომპენსირებულ წუთზე გაათანაბრა – 3:3.

ასტონ ვილა – უოტფორდი 2:3 (1:1)

ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, კლარკი, რიჩარდსი, ჰატონი, რიჩარდსონი, გაიე (ჟესტედი 82), სანჩესი, ვერეტუტი, სინკლერი, ხილი (ტრაორე 68), ჯ.აიუ.
მწვრთნელი: რემი გარდი

უოტფორდი (4-2-3-1): გომეში (არლაუსკისი 67), ბრიტოსი, კეტკარტი, ნიომი, აკე, კაპუ, უოტსონი, აბდი (გედიურა 81), დინი, პარედესი (ანია 67), იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 0:1 იგალო (17), 1:1 რიჩარდსი (41), 1:2 ჰატონი (69 ს.კ.), 1:3 დინი (85), 2:3 ჯ.აიუ (89)
გაფრთხილებები: კლარკი, სანჩესი – უოტსონი, კაპუ, დინი, აკე
მსაჯი:
ლი მეისონი

ბორნმუთი – ევერტონი 3:3 (0:2)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-4-1-1): ფედერიკი (ოლსოპი 46), კუკი (სმიტი 46), დისტინი, ფრანცისი, დანიელსი, სურმანი, გოსლინგი, სტანისლასი, რიტჩი, არტერი (მურეი 76), კინგი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, მორი, სტოუნზი, კოულმენი, გალოვეი, ბერი, მაკკარტი (კლევერლი 68), ბარკლი, დეულოფეუ (ლენონი 86), კონე (გიბსონი 97), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 0:1 მორი (25), 0:2 ლუკაკუ (36), 1:2 სმიტი (80), 2:2;3:3 სტანისლასი (87;98), 3:3 ბარკლი (95)
გაფრთხილებები: გოსლინგი, დანიელსი
მსაჯი:
კევინ ფრენდი

კრისტალ პალასი – ნიუკასლი 5:1 (3:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დანი, დელანი, სუარე, იარდი, კაბაიე (ლი 75), მაკარტური, პანჩონი, ბოლასი, ზაჰა (იედინაკი 67), ვიკჰემი (ბემფორდი 86).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, კოლოჩინი, მბემბა, დუმეტი, ჯანმაატი, ანიტა, კოლბეკი (ს.დე იონგი 70), სისოკო, ა.პერესი (ლასკელესი 46), ვეინალდუმი (გუფრანი 70), სისე.
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი

გოლები: 0:1 სისე (10), 1:1;5:1 მაკარტური (14;93), 2:1;4:1 ბოლასი (17;47), 3:1 ზაჰა (41)
გაფრთხილებები: ზაჰა - მბემბა
მსაჯი: სტიუარტ არტველი

სანდერლენდი – სტოკი 2:0 (0:0)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (3-5-2): პანტელიმონი, ოში (ა.ჯონსონი 74), ქაბული, კოატესი, ლარსონი (ლენსი 54), მ’ვილა, კატერმოლი, იედლინი, ვან აანჰოლტი, ს.ფლეტჩერი, დეფო (უოტმორი 31).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, ვოლშაიდი, შოუკროსი, გ.ჯონსონი, პიტერსი, ადამი (აფელაი 86), ველანი, კრკიჩი (კამერონი 50), შაქირი (დიუფი 64), არნაუტოვიჩი, უოლტერსი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 ვან აანჰოლტი (82), 2:0 უოტმორი (84)
გაფრთხილებები:
ადამი, შოუკროსი, პიტერსი
გაძევება: შოუკროსი (47)
მსაჯი: მაიკლ დინი

მანჩესტერ სიტი – საუთჰემპტონი 3:1 (2:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-3-3): კაბალიერო, დემიჩელისი, ოტამენდი, სანია, კოლაროვი, ფერნანდინიო, დელფი (ფერნანდო 70), ტურე, დე ბრუნი, სტერლინგი (სილვა 75), აგუერო (ბონი 64).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, ფონტე (კოლკერი 36), ვან დეიკი, ბერტრანი, იოშიდა, რომეუ (ტადიჩი 46), ვანიამა, უარდ-პროუსი (ხუანმი 77), ს.დევისი, მანე, ლონგი.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 1:0 დე ბრუინი (9), 2:0 დელფი (20), 2:1 ლონგი (49), 3:1 კოლაროვი (69)
გაფრთხილებები: დემიჩელისი, კოლაროვი – უარდ-პროუსი
მსაჯი: როჯერ ისტი

ლესტერი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 (1:1)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, მორგანი, ჰუტი, სიმპსონი (დე ლაეტი 80), ფუჩსი, კანტე, დრინკვოთერი, მაჰრეზი, ოლბრაიტონი (შლუპი 70), ვარდი, ოკაზაკი (ულოა 60).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

მანჩესტერ იუნაიტედი (3-4-1-2): დე ხეა, ბლინდი, სმოლინგი, მაკნაირი, იანგი, დარმიანი, კერიკი, შვაინშტაიგერი, მატა, მარტიალი, რუნი (დეპაი 68).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 1:0 ვარდი (24), 1:1 შვაინშტაიგერი (45+1)
გაფრთხილებები: იანგი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.183833