ფეხბურთი

0:29 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუარესს ძეგლს დაუდგამენ

ურუგვაელ ლუის სუარესს მშობლიურ ქალაქში ძეგლს დაუდგამენ. სუარესი 1987 წელს დაიბადა ქალაქ სალტოში. საზეიმო გახსნა 18 დეკემბერს იგეგმება. სხვათა შორის, ასევე ქალაქ სალტოში, ასევე 1987 წელს კიდევ ერთი ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელი დაიბადა: პსჟ-ის ფორვარდი ედინსონ კავანი.

82 მატჩი, 43 გოლი – ასეთია სუარესის სტატისტიკა ურუგვაის ნაკრებში. “ბარსელონას” ვარსკვლავი ამ მხრივ ურუგვაელთა რეკორდსმენია, მეორეზე კი დიეგო ფორლანია 36 გოლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11198