ფეხბურთი

23:43 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

99 წლის აველანჟი საავადმყოფოდან გამოწერეს

ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი, ბრაზილიელი ჟოაო აველანჟი რიო-დე-ჟანეიროს საავადმყოფოდან გამოწერეს. აველანჟი იქ 12 დღის განმავლობაში იწვა, რადგან სუნთქვის პრობლემები ჰქონდა. ის შარშანაც მკურნალობდა ამ დაავადებას.

აველანჟი გაისად 8 მაისს 100 წლისა გახდება. ის 1974-1998 წლებში იყო ფიფა-ს პრეზიდენტი, თუმცა შარშანწინაც კი, 97 წლის ასაკში ფიფა-ს საპატიო ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ, საიდანაც გაათავისუფლეს კორუფციული სკანდალის გამო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115207