რაგბი

18:02 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მამუკაშვილის ორი პირველი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა პირველად ითამაშა კელტების ლიგაში და პირველად მოხვდა ახალი კლუბის, შოტლანდიური “გლაზგო უორიორსის” სასტარტო შემადგენლობაში.

პრო 12-ის მე-8 ტურში შოტლანდიური გრანდი იტალიურ “ბენეტონ ტრევიზოს” დაუხვდა და მომხვდური 13:6 დაამარცხა. 25 წლის ქართველი “უორიორსში” სამი კვირის წინ გადავიდა და ახალ გუნდში დებიუტი ჩემპიონთა თასზე, “ბორთჰემპტონთან” ჰქონდა. მაშინ მან ტრავმირებული თანაგუნდელი მე-8 წუთზე შეცვალა და მოედანზე 72 წუთი გაატარა, ახლა კი, პირველად ითამაშა ირლანდიელთა, შოტლანდიელთა, უელსელთა და იტალიელთა გაერთიანებულ ჩემპიონატში. მამუკაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.

თამაშს 6634 მაყურებელი დაესწრო და სტუმრებმა მასპინძლები გვარიანად ანერვიულეს. სქოთებმა ტაიმი 3:6 დათმეს და მეტოქე მხოლოდ დასკვნით 10 წუთში გატეხეს, რა დროსაც ჯერ ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ, ხოლო ბოლოს ჯარიმა გაიტანეს და ახლა 26 ქულით მე-5 ადგილზე არიან. 5 დეკემბერს გლაზგოელები ირლანდიურ “ლენსტერს” მასპინძლობენ, რომელიც 27 ქულით მე-2 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112763