რაგბი

11:18 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სთრიმები შევარდენიდან

დიდი 10-ის მე-11 ტურის მთავარი სიახლე ისაა, რომ შაბათ–კვირის თითო მატჩი, შევარდენის სტადიონიდან, სთრიმით მიეწოდება ფანობას. სთრიმს ახალგაზრდა ქართული ინტერნეტ მაუწყებლობის კომპანია ‘ლაივ ფროდაქშენი’ განახორციელებს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ტრანსლაციებთან ერთად, კიდევ უფრო გაზრდის დიდი 10-ის პოპულარობას.


„ჩვენი კომპანია ახალი ინტერნეტ მაუწყებელია. დაინტერესებული ვართ საქართველოში სატელევიზიო და ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარებით.
იმის გათვალისწინებით, რომ რაგბი ჩვენში სპორტის ყველაზე წარმატებული გუნდური სახეობაა და სულ უფრო პოპულარული ხდება, გადავწყვიტეთ საქმიანობა მას დავუკავშიროთ და დავიწყოთ დიდი 10-ის მატჩების ონლაინ ტრანსლაციები.

„ამ ეტაპზე სთრიმი ორი კამერით იწარმოებს. სამომავლოდ, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითა და სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილების დანერგვით, ვგეგმავთ ტრანსლაციების ხარისხის გაუმჯობესებას და რა თქმა უნდა, კამერების რაოდენობის გაზრდას“ - განაცხადა ‘ლაივ ფროდაქშენის’ დამფუძნებელმა, გიორგი ზაუტაშვილმა.

როგორც ადრე გაცნობეთ, საზოგადოებრივ მაუწყებელს წლის ბოლომდე, მე-11 და მე-12 ტურების გამოტოვება შემჭიდროებული ბადის გამო უწევს – დიდი 10 ტელე ეკრანს 13 დეკემბერს, მე-2 ტურის გადადებული მატჩით, ყოჩები - არმაზით დაუბრუნდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ქომაგები სთრიმების მეშვეობით შეძლებენ მატჩების ცქერას.

ამ ეტაპზე, სთრიმი ტურში მხოლოდ ორ მატჩზე და თბილისის სტადიონებიდან (ავჭალა, შევარდენი, ლელო არენა) განხორციელდება. უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს დიდი 10-ის ინტერნეტ ტრანსლაციების გეოგრაფიის გაზრდას და მატჩების გადმოცემას რუსთავიდან და ქუთაისდანაც.

სთრიმს კომპანია საკუთარ ვებგვერდ DEVI.GE-სა და სოც-მედიის პლატფორმებზე განახორციელებს. ბმულები ასევე განთავსდება საქართველოს რაგბის კავშირის საითზედა დიდი 10-ის ფეისბუქზე.

მე-11 ტურის მატჩების განრიგი

XI ტური

არმია

-

ლელო

28/11

15.00 ავჭალა

ხარები

-

აკადემია

28/11

15.00 რუსთავი

ჯიქი

-

ლოკომოტივი

28/11

15.30 შევარდენი სთრ

აია

-

ბათუმი

29/11

15.00 ქუთაისი

არმაზი

-

ყოჩები

29/11

15.00 შევარდენი სთრ

ვიქენდზე ოთხი თამაში დღის სამზე (15.00), ხოლო ერთი – ნახევარი საათით გვიან (15.30) დაიწყება.

ლიდერი, ჯიქი შაბათს ეთამაშება ლოკომოტივს. გორი 7 ქულით უსწრებს რკინიგზას და პირველ წრეში, ავჭალაში, იგი 12:6 უძლევია.

ქუთაისში, კვირას, დასავლური დარბია: აიას ჩააკითხავს ბათუმი. აჭარლებს ამჟამად იმერლებზე 5 ქულით მეტი აქვთ მოგროვილი და შინაც, გონიოში, 17:9 უჯობნიათ მეტოქე.

ლელო სარასენსი სტუმრად, ავჭალაში ირაგბებს – ბოლო სამი წლის ფალავანს შაბათს, იქ დაუხვდება არმია, ვისაც 18 ქულით ნაკლები აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.

აუტსაიდერი, არმაზი კვირას, შევარდენზე მიიღებს ყოჩებს, რომელმაც ბოლო სამი თამაში წააგო.

ხარები უმასპინძლებენ ელიტაში დაბრუნებულ აკადემიას. "მხატვრებმა" პირველ წრეში 16:8 იმარჯვეს, მაგრამ ნოემბერში სამი მარცხი იგემეს. მათგან განსხვავებით, რუსთავმა ზედიზედ მოიგო ოთხი და ბოლო ადგილიდან მეშვიდეზე ავიდა.

22/11

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

გატ:გაშ

სხვ

1

ჯიქი გორი

10

7

1

2

3

2

171:091

+80

21/05

35

2

ბათუმი ბათუმი

10

7

1

2

1

2

174:130

+44

14/05

33

3

ლელო სარასენს თბილისი

10

7

1

2

1

1

187:147

+40

19/14

32

4

ლოკომოტივი თბილისი

10

6

0

4

1

4

191:152

+39

19/10

29

5

აია ქუთაისი

10

6

1

3

1

1

169:140

+29

12/10

28

6

ყოჩები ბოლნისი

9

4

0

5

1

3

146:149

-3

13/13

20

7

ხარები რუსთავი

10

4

0

6

0

2

119:165

-46

10/19

18

8

აკადემია თბილისი

10

3

0

7

0

3

091:153

-62

04/15

15

9

არმია თბილისი

10

2

1

7

0

4

174:238

-64

11/26

14

10

არმაზი თბილისი

9

0

1

8

0

5

125:182

-47

11/17

7

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს.
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან
ტოლობაზე: პირისპირ ^ 1) საცხრილო ქულა, 2) სხვაობა, 3) ლელოთა სხვაობა;
მთელ ტურნირში 4) სხვაობა, 5) ლელოთა სხვაობა, 6) წითელი ბარათი, 7) სინბინი

www.rugby.ge

თეგებიდიდი 10
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115995