ჩოგბურთი

2:00 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ნახევარფინალთან ახლოსაა

ქართველ ჩოგბურთელ ეკატერინე გორგოძეს, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე თამაშობს, ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს.

მე-5 ნომრად განთესილმა გორგოძემ მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე შვეიცარიელ ჩიარა გრიმსს 4:6, 6:4, 6:2 სძლია, მეოთხედფინალში კი მოლდოველ ანასტასია ვდოვენკოს 6:3, 1:1-ს უგებდა, როდესაც თამაში შეწყდა. მატჩი სწორედ ამ ანგარიშიდან 28 ნოემბერს გაგრძელდება.

ისიც ვთქვათ, რომ მერვედფინალში ვდოვენკომ მე-4 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაია 6:1, 6:4 დაამარცხა.

უკვე ცნობილია, რომ მოლდოველი ჩოგბურთელის ძლევის შემთხვევაში, გორგოძე ფინალის საგზურისთვის მე-6 ნომრად მიჩნეულ უნგრელ ანა ბონდარს ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113068