ჭადრაკი

0:47 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ პირველობა გაინაწილა!

ქართული ჭადრაკის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ მსოფლიოს პირველ ონლაინ-ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში პირველობა გაინაწილა.

ჩემპიონატი მსგავსი, ექსპერიმენტალური ფორმატით პირველად გაიმართა. ინტერნეტ-სივრცეში სხვადასხვა შესარჩევი ეტაპებიდან გასული 8 მოჭადრაკე და 2 პერსონალურად მოწვეული მონაწილე ერთმანეთს პირადი კომპიუტერებით ეთამაშებოდნენ. ეს იყო შეჯიბრი ჭადრაკში საჭადრაკო დაფის გარეშე. თითოეულ მოთამაშეს პარტიაზე 3 წუთი ჰქონდა, პირველივე სვლიდან 2 წამის დამატებით.

ასპარეზობა ათ მონაწილეს შორის 18 ტურად გაიმართა. 13.5-13.5 ქულით I-II ადგილები ჰარიკა დრონავალიმ და ძაგნიძემ გაინაწილეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი პირველობა ინდოელ მოჭადრაკეს ერგო.

12 ქულით მე-3 ადგილზე მსოფლიოს ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) გავიდა. ჩემპიონატის მე-2 ქართველმა მონაწილე სოფიო გვეტაძემ მხოლოდ 3.0 ქულა დააგროვა.

0.109475