ფეხბურთი

0:34 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გენტის” და “ზენიტის” მატჩი ნეიტრალურ მოედანზე არ ჩატარდება

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მატჩი “გენტსა” და “ზენიტს” შორის ნეიტრალურ მოედანზე არ გაიმართება. როგორც R-Sport-ი იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება უეფამ მიიღო.

რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბული ვითარების გამო, გენტის მერმა დანიელ ტერმონმა განაცხადა, რომ რუს გულშემატკივრებს 9 დეკემბერს გასამართ მატჩზე ვერ დაუშვებდა. ბელგიაში 200 000 თურქი ცხოვრობს, აქედან კი ნახევარი გენტსა და ანტვერპენშია დაბინავებული.

"ზენიტის" გენერალურმა დირექტორმა მაქსიმ მიტროფანოვმა უეფას შეხვედრის გამართვა ნეიტრალურ მოედანზე სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

“გენტის” პრესსამსახურის უფროსის ვიმ დე ბუკის განცხადებით, კლუბმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და სტადიონზე რუს გულშემატკივრებს შესვლა არ შეეძლებათ.

“რუსი მხარდამჭერები სტადიონზე ვერ შევლენ. გადაწყვეტილება ქალაქის ხელმძღვანელობამ მიიღო. მერი უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლევა, რადგან სამართალდამცავთა ნაკლებობაა. რუსმა გულშემატკივრებმა, რომლებმაც ბილეთები უკვე შეიძინეს, ფული უკან დაუბრუნდებათ.” – ციტირებს R-Sport-ი დე ბუკის სიტყვებს.

საფრანგეთში განვითარებული ტერორისტული აქტების შედეგად, “გენტის” გულშემატკივრებს 24 ნოემბერს “ლიონთან” მატჩზე დასწრების უფლება არ მისცეს.

0.119594