ჭიდაობა

0:06 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მე-7 ადგილი თეირანში

ირანის დედაქალაქ თეირანში გამართულ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე საქართველოს კლუბმა თავისუფალ ჭიდაობაში მე-7 ადგილი დაიკავა.

ქართველებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ბულგარეთი 8:0 დაამარცხეს, მომდევნო შეხვედრაში კი სომხეთთან დამარცხდნენ – 4-4-ზე, ქულებით, 15-19 (სომხეთს 2 ირანელი ლეგიონერი ყავდა დამატებული).

მესამე შეხვედრაში, ქართულმა კლუბმა ყირგიზეთს 6:2 მოუგო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. გუშინ, ქართველმა მოჭიდავეებმა აზერბაიჯანის კლუბ “ატა სპორტთან” 3:5 წააგეს, მე-7-8 ადგილისათვის კი ამავე ანგარიშით მონღოლეთს მოუგეს.

www.wrestling.ge

0.114633