ფეხბურთი

21:51 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის მე-5 ტურში მონტერო გამოარჩიეს

ლისაბონის “სპორტინგის” შემტევი ფრედი მონტერო გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მხარდამჭერების 32%-მა ხმა კოლუმბიელ ფეხბურთელს მისცა. სამხრეთამერიკელი მოთამაშე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მონტერო მოსკოვის “ლოკომოტივთან” სტუმრად მოგებულ (4:2) შეხვედრაში ერთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129958