ჭადრაკი

13:50 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს უმასპინძლეს

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ქართველ მოჭადრაკეებს უმასპინძლეს.

კვლავ გვასახელეს ქართველმა ქალებმა. მათ, თავიანთ მიღწევებს ევროპული ბრინჯაოც შემატეს. საუკეთესო შედეგი აჩვენა მესამე დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა და მცირე ოქრო დაისაკუთრა.

თავი ქართველმა ვაჟებმაც გამოიჩინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლევან ფანცულაიას აბსოლუტურად საუკეთესო შედეგი მთელ ჩემპიონატზე – ყველაზე მაღალი რეიტინგ-პერფორმანსი (2868!) და მცირე ოქროს მედალი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116429