ძიუდო

10:37 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტამი ჯეჯუს ტატამზე კისერმა არ გაუშვა

სამხრეთ კორეის ქალაქ ჯეჯუში მიმდინარე გრან პრიზე დღეს ტატამზე 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე მამაკაცები და 63 და 70 კილოგრამებში მოჭიდავე ქალები გავიდნენ. საქართველოს დროშის ქვეშ ქალთა ნაკრების ნატურალიზებულ წევრ ესტერ სტამს (70 კგ) უნდა ეჭიდავა, მაგრამ გასულ კვირაში ქინგდაოში გამართულ გრან პრიზე მიღებული კისრის ტრავმის გამო შეჯიბრებაში აღარ ჩართულა.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში, ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში გამართულ გრან პრიზე ასევე ბოლო მომენტში ამოიღეს სატურნირო ბადიდან მარიამ ჯანაშვილი (52 კგ). მოგვიანებით კი მიზეზად სპორტსმენის ავადმყოფობა დასახელდა.

ჯეჯუში უკვე იჭიდავეს ჯანაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), მაგრამ ტურნირს ორივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ალექსანდრე მსხალაძე და გურამ თუშიშვილი კი მედლებისთვის და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვის ბრძოლაში ხვალ ჩაებმებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131071