ჭადრაკი

0:29 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანქციები საჭადრაკო ასოციაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ

აშშ-მ რუსი მილიარდერის და პოლიტიკოსის, ამავდროულად კი, 1995 წლის შემდეგ საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის უცვლელი პრეზიდენტის – კირსან ილუმჟინოვის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილების ინიციატორი შტატების საზღვარგარეთული აქტივების კონტროლის განყოფილებაა, რომელიც ილუმჟინოვს და მის პარტნიორ მუდალალ ჰურის სირიის რეჟიმის მიერ ისლამური სახელმწიფოსგან ნავთობის ყიდვის გარიგებაში ჩართულობას სდებს ბრალად.

როგორც ორგანიზაციის პრეს-რელიზშია ნათქვამი, ილუმჟინოვი და მასთან დაკავშირებული პირები ტერორისტებთან ურთიერთობაში 2012 წლიდან არიან შემჩნეულნი, უკანონო გარიგებებში კი სირიის მთავრობის არაერთი პირი და ამავე ქვეყნის ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

0.118154