კალათბურთი

23:35 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალხანაიძე კვლავ ტრავმირებულია

სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმის“ ფორვარდი ირაკლი ალხანაიძე (23.01.1992, 198 სმ) კვლავ ტრავმირებულია და მიმდინარე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში მისი თამაში სათუოა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,სოხუმის „ მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

,,ალხანაიძემ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კოჭი გადაიბრუნა და ამის გამო რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა, აღნიშნულიდან გამომდინარე პირველი წრის მეშვიდე ტურში სტუმრად ,,ბათუმთან"მისი თამაში სათუოა. ირაკლის ძველი ტრავმა , რომელიც ცოტა ხნის წინ მოიშუშა, კვლავ გაუმიზეზდა,“-გვითხრა კვარაცხელიამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113299