კალათბურთი

22:00 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფილადელფიამ” შარშანდელი ანტირეკორდი გაიმეორა

“ფილადელფიამ” “ბოსტონთან” 84:80 დამარცხდა და მიმდინარე სეზონში სასტარტო 16 შეხვედრიდან თექვსმეტივე წააგო. ფილადელფიელებმა შარშანაც სასტარტო 16 შეხვედრა დათმეს. ESPN-ის ცნობით, “ფილადელფია” ნბა-ს ისტორიაში ერთადერთი კლუბია რომელმაც ზედიზედ ორ სეზონში სასტარტო 16 შეხვედრა წააგო.

“ფილადელფია” მომდევნო მატჩში ტეხასში “ჰიუსტონ როკეტს” დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 ნოემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140787