ფეხბურთი

21:41 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ისკო ორი მატჩით დასაჯეს

ესპანეთის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა “ელ კლასიკოში” გაძევებული ისკო ალარკონი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი “ბარსელონასთან” წაგებული (0:4) შეხვედრის 84-ე წუთზე ნეიმარის წინააღმდეგ ზღვარგადასული სიუხეშით გამოირჩა და წითელი ბარათი დამსახურებულად მიიღო.

23 წლის ფეხბურთელს “ეიბართან” და “ხეტაფესთან” გასამართი მატჩების გამოტოვება მოუწევს.

ისკომ მიმდინარე სეზონში “ბლანკოსის” მაისური 17-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131902