კალათბურთი

19:12 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსმა რეჯი მილერს გადაასწრო (+VIDEO)

“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეებს შორის “ინდიანა პეისერსის” ლეგენდას რეჯი მილერს გადაასწრო.

ჯეიმსმა დღეს “ტორონტოსთან” (103:99) წაგებულ შეხვედრაში 24 ქულა ჩააგდო და კარიერაში 25 298 დაუგროვდა. რეჯი მილერმა კი 18-წლიან კარიერაში 25 279 ქულა ჩააგდო.

ლებრონ ჯეიმსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის მე-18 ადგილზე იმყოფება. ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი 38 387 ქულა ქარიმ აბდულ-ჯაბარს აქვს ჩაგდებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1097