ფეხბურთი

18:02 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ხუციშვილი - თბილისის "დინამოს" დირექტორი

მიხეილ ხუციშვილი თბილისის "დინამოს" დირექტორად დაინიშნა. ეს ინფორმაცია "მსოფლიო სპორტს" ხუციშვილმა დაუდასტურა.

ხუციშვილი 36 წლისაა და საფეხბურთო კარიერა 5 წლის წინ დაასრულა სერბულ "ვოივოდინაში". მას ბევრი კლუბი გამოუცვლია და თამაშობდა თბილისის "დინამოშიც" (1996-1998 წლებში, 2011-ში და ასევე, 2006-2008-ში). საქართველოს სამგზის ჩემპიონია, აქედან ერთხელ ბოლნისის "სიონში" და ორჯერაც "დინამოში". 2008 წელს ხუციშვილი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

მიხეილ ხუციშვილი ბოლოს "ზესტაფონის" გენერალურ დირექტორად მუშაობდა. მას კარგი ურთიერთობები აქვს უცხოელ მენეჯერებთან, მათ შორის, სერბებთან.

ხუციშვილამდე, "დინამოში" ამ პოსტს ნიკა ჯღარკავა იკავებდა. როგორც იცით, ჯღარკავა რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

0.123074