ფეხბურთი

15:31 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “რეალს” “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდებოდა”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ “შახტართან” მოგებული მატჩით კმაყოფილი გახლდათ. “სამეფო კლუბმა” უკრაინული გუნდი 4:3 დაამარცხა, პორტუგალიელმა კი 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

“კარგ ფორმაში ვიყავით და ეს მიხარია. მატჩამდე რასაც ვგეგმავდით, ის შევასრულეთ. გუნდი ახლა უფროა დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, ვიდრე აქამდე იყო. “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შემდეგ “რეალს” რეაბილიტაცია სჭირდებოდა.” – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Bein Sports-ი.

პრიმერადივიზიონის მე-12 ტურის მატჩი მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონასთან” 0:4 წააგო.

0.112704