ჩოგბურთი

14:04 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მეოთხედფინალში ითამაშებს

იაპონურ ტოიოტაში მიმდინარე 75-ათასიან ტურნირზე მეოთხედფინალისტთა ვინაობა გაირკვა და 8 უძლიერეს მონაწილეს შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავაც იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ შაფათავამ პირველ წრეში მე-5 რეიტინგის მქონე ბელგიელ ელის მერტენსს 7:5, 6:3 სძლია, მერვედფინალში კი “უაილდ ქარდის” მქონე იაპონელ იუუკი ტანაკასაც გაუმკლავდა – 6:4, 6:7 (7:9), 6:2

მეოთხედფინალში სოფოს მეტოქე ასევე “უაილდ ქარდით” მოასპარეზე რუსი კსენია ლიკინა იქნება, რომელმაც პირველ ნომრად განთესილ იაპონელ ნაო ჰიბინოს (მსოფლიოს 66-ე ჩოგანი) მოულოდნელი მარცხი აგემა – 6:1, 6:3.

საინტერესოა, რომ 2015 Dunlop Srixon World Challenge-ს მე-2, მე-3 და მე-4 ნომრად განთესილი ჩოგბურთელები, შესაბამისად, პატრისია მარია ტიგი (რუმინეთი), შტეფანი ვოეგელე (შვეიცარია) და ლაი-ლინ ჟანგიც (ჩინეთი) გამოეთიშნენ, ამდენად, შაფათავას წინსვლის გაგრძელების კარგი შანსი აქვს.

0.110369