კალათბურთი

13:43 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაძემ სეზონის საუკეთესო მატჩში 20 ქულა ჩააგდო

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” აშშ-ს სტუდენტური ლიგის სტარტზე ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა, თუმცა, მთავარი ისაა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ლოიოლას უნივერსიტეტთან წაგებულ (57:67) შეხვედრაში სანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის შემადგენლობიდან მოედანზე ყველაზე მეტი დრო (37 წუთი) გაატარა. საბოლოოდ, ქართველმა მცველმა 20 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

სანაძემ 9-დან 3 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველი კალათბურთელი “ტორეროსის” რიგებში საუკეთესო იყო, “ლოიოლას” კი 25 ქულით დევონ ტურკმა ულიდერა.

“სან დიეგო” NCAA-ს ვესთ-ქოუსთის დივიზიონის ბოლო ადგილზეა, მორიგ მატჩს კი 28 ნოემბერს “სან ხოსე სთეითის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116538