ფეხბურთი

13:25 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა”რობერტოს ფინანსურ პირობებს გაუუმჯობესებს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობის და სამწვრთნელო შტაბის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სერხი რობერტოს ფინანსურ პირობებს გაუუმჯობესებენ. ინფორმაციას ესპანური გამოცემა SPORT-ი ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ივლისის შემდეგ რობერტოს სატრანსფერო ღირებულება 8-დან 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა. შესაბამისად, ესპანურ გრანდს სურს ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს, რათა სხვა კლუბში არ გადაბარგდეს.

როგორც ესპანური გამოცემა იუწყება, კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ფეხბურთელს უკვე შესთავაზა განახლებული კონტრაქტი და შეთანხმებას მხოლოდ სერხის ხელისმოწერაღა აკლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117831