ფეხბურთი

12:12 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევრა ასიანთა კლუბის წევრია

ტურინის “იუვენტუსის” მცველი პატრის ევრა ტიერი ანრის შემდეგ გახდა მეორე ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი ჩაატარა. 34 წლის მოთამაშე “მანჩესტერ სიტისთან” მოგებულ (1:0) მეხუთე ტურის მატჩში მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.

ლონდონის “არსენალის” ყოფილ თავდამსხმელს ტიერი ანრის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 112 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113208