თამაშგარე

11:25 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ელენ სვედინის გულახდილი აღიარება

ლეგენდარული პორტუგალიელი მობურთალის, ლუიშ ფიგუს ცოლი, ელენ სვედინი ალბათ უკვე იცით, რომ თავის დროზე ერთობ ქარიშხლიანი ცხოვრებით ცხოვრობდა და მისი წარსულის ფურცლებში თუ გავიქექებით, აღმოვაჩენთ, რომ მშვენიერი ელენი თავის დროზე პორნო-მსახიობიც კი ყოფილა.

წარსული წარსულია და იგი შეგვახსენებს თუ არა თავს, მაინც ვერსად გავექცევით. ელენიც, როგორც ჩანს, საბოლოოდ შეეგუა იმ აზრს, რომ მწყაზარი ბანოვანის ყალბი როლის თამაში არაფერში არგია და ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა თავის წარსულზე და აწმყოზეც.

ელენ სვედინის თქმით, მას და ლუიშს უკვე იმდენწლიანი ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, რომ მათი განშორება ვერა ძალით ვერ მოხდება და მას უბრალოდ არანაირი პრობლემა აღარ აქვს ლუიშის მხრიდან, რომ აღიაროს თავისი წარსული და საჯაროდ თქვას, თუ რაოდენ უყვარდა ფეხთა აპლეკვა კამერების წინ.

0.192935