ფეხბურთი

10:37 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა – 24 მილიონი წელიწადში

როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ი იუწყება, პეპ გვარდიოლა მზადაა მიუნხენის “ბაიერნთან” ახალი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმოს და წელიწადში 24 მილიონ ევროს მიიღებს. ესპანელი სპეციალისტის ამჟამინდელი ხელფასი 19 მილიონი ევრო გახლავთ.

გვარდიოლას “რეკორდმაისტერთან” ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

ესპანელი “ბაიერნში” 2013 წელს მივიდა, მას შემდეგ მისმა გუნდმა ყველა ტურნირზე 129 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 100 შეხვედრაში იმარჯვა, 11 დაპირისპირებაში ფრე დააფიქსირა, ხოლო 18 მატჩში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110636