ჩოგბურთი

2:06 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა მერვედფინალის საგზური მოიპოვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც იტალიურ ანდრიაში მიმდინარე ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 42 500 დოლარი) პირველ ნომრადაა განთესილი, საწყისი წრე დასძლია.

ბასილაშვილმა ირლანდიელ ჯეიმს მაკგის არცთუ იოლ მატჩში 7:6 (7:5), 6:4 სძლია და მერვედფინალში ჩეხ იან სატრალს ეთამაშება. ამ უკანასკნელმა გზიდან უნგრელი მარტინ ფუჩოვიჩი ჩამოიცილა – 6:3, 3:6, 6:1.

ცნობისთვის, ANDRIA E CASTEL DEL MONTE CHALLENGER-ის გამარჯვებული 90 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108375