ჭადრაკი

19:41 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილმა ნონა გაფრინდაშვილს უმასპინძლა

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ლეგენდარულ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს უმასპინძლა და სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. შეხვედრას დაესწრო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძეც.

იტალიის ქალაქ აქუი ტერმეში ჩატარებულ სენიორთა მოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკე საუკეთესო იყო: ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გაფრინდაშვილმა 65 წელს ზემოთ ქალთა ჩემპიონატზე 9 ტურში 7.0 ქულა დააგროვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ამგვარად, მსოფლიოს და საჭადრაკო ოლიმპიადის არაერთგზის გამარჯვებულმა ტიტულოვანმა მოჭადრაკემ საკუთარ კოლექციას ერთი მედალიც შემატა.

გაფრინდაშვილმა მე-2 ადგილზე გასულ თამარ ხმიადაშვილს 0.5 ქულით გაუსწრო. შესაბამისად, თამარ ხმიადაშვილს მსოფლიოს პირველობის ვერცხლის მედალი გადაეცა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.118717