თამაშგარე

13:06 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი გურჯაანელ კნეინას დაემსგავსა?

კრიშტიანუ რონალდუსთან დაშორების შემდეგ, კივილამდე სრულყოფილ მოდელს, ირინა შეიკს ყველა “სხვა თვალით” უყურებს და ყველას ერთი სული აქვს, მისი ბარძაყი ხელში თუში მწყემსის სალამურივით დაიჭიროს. ასევე არიან ისეთები, რომლებიც ირინას მუდმივად თვალით ზომავენ და აფასებენ.

ამ შეფასება-შეფასებაში, ერთ-ერთი ესპანური ბულვარული გამოცემა ირწმუნება, რომ ირინამ ბოლო დროს ძალიან მიიყურისძირა დიეტა, რეჟიმზეც აიღო ხელი და ტან-ფეხი ისე გაუმსხვილდა, ვითარცა გურჯაანელ კნეინას, ნეტარხსენებულ და გულბოყდამწველ მეცხრამეტე საუკუნეში.

შეიძლება ჩვენ ვამეტებთ და “იროჩკა” სულაც არ წასულა ლურსაბ თათქარიძის ცოლ დარეჯანის მსგავსებისაკენ, მაგრამ როდესაც ერთი ეჭვს გამოთქვამს, მერე მას სხვებიც აყვებიან ხოლმე და ცოდვა გამხელილი სჯობს – ჩვენც კი შევეპარა ეჭვი - შეიკს სხეული მართლა ხომ არ აუთახთახდაო. ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11722