ავტოსპორტი

3:10 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

„მეკაქრომი“ ფ1-ის ძრავების ტენდერში ჩაერთო

როგორც მოსალოდნელი იყო, ფორმულა ერთის ძრავების ტენდერში მონაწილეობაზე განაცხადი ფრანგულმა კომპანია „მეკაქრომმაც“ შეიტანა. ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტ.კომ-მა“ კი გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, თუ როგორი შეიძლება იყოს ამ კომპანიის მომავალი ძრავი. ამგვარად, ეს მესამე კომპანიაა, რომელმაც ფ1-ის ალტერნატიული ძრავის წარმოების სურვილი გამოთქვა. დანარჩენი ორი - „ილმორი“ და AER-ი ბრიტანეთიდანაა.

„მეკაქრომი“ აცხადებს, რომ ექვსი თვე ეყოფა იმისათვის, რომ ახალი აგრეგატი დაამზადოს და რბოლებისთვის მოამზადოს. ამ კომპანიამ ცოტა ხნის წინ, GP3 სერიისთვის ძრავის მიწოდების კონტრაქტი მოიგო. მისთვის 3.4-ლიტრიან ატმოსფერულ V6 ძრავს აწარმოებს. გარდა ამისა, მანვე მოიპოვა GP2 სერიისთვის 2017 წლის სეზონიდან 3.4-ლიტრიანი ტურბო V6 ტურბო ძრავების მიწოდების კონტრაქტი.

FIA-ს მოთხოვნა, ფ1-სთვის 2.5-ლიტრიანი ძრავის მიწოდებას ითვალისწინებს. კომპანია აცხადებს, რომ მისი აგრეგატი, რომელსაც სხვა სერიებისთვის აწარმოებს, ფ1-ის ძრავის ბაზისად გამოდგება. „მეკაქრომის“ ჯგუფის სარბოლო განყოფილების დირექტორი ჟან-შარლ რელატი ამბობს, რომ მის კომპანიას ფ1-ის ძრავის შემუშავებისა და სრულყოფისთვის საკმარისზე მეტი დრო აქვს. ამასთან, მინიმუმ ორი კლიენტი გუნდი, ანუ ოთხი ბოლიდია საჭრო იმისათვის, რომ „მეკაქრომის“ ფ1-ში ჩართულობა რენტაბელური იყოს.

„ილმორის“ მსგავსად, „მეკაქრომსაც“ ფორმულა 1-ში მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს, ერთდროულად რამდენიმე სერიასთან მუშაობს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსი გააჩნია და არც ახალი ტექნიკური ცენტრის მშენებლობა დასჭირდება. პროექტებს, რომლებშიც ჩართულია, სუფთა ფურცლიდან ქმნის და ძრავების წარმოების გარდა, მათს სრულყოფასა და ტრეკზე მომსახურებასაც უზრუნველყოფს.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112468