ჭადრაკი

1:43 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟებმა პირველი ლიგა დაიწყეს

სტარტი აიღო საქართველოს 74-ე ჩემპიონატის პირველმა ლიგამ ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება და 1-5 ადგილზე გასული მონაწილეები უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

შეჯიბრში 44 მოჭადრაკე ჩაერთო, სატურნირო რეიტინგ-სიას კი 2520 ელო-პუნქტით საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თორნიკე სანიკიძე ლიდერობს.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ მან პირველ ტურში გიორგი თავზარაშვილს (1880) დამაჯერებლად სძლია, სხვა პარტიებში კი საკმაოდ მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა.

მაგალითად, გიგა ყუფარაძე (2446) გიორგი ბეჭვაიას (1879) დაუზავდა, ირაკლი ბერაძე (2422) კი – სერგო ცომაიას (1874). ისიც ვთქვათ, რომ გიორგი სიბაშვილი (2379) ლაშა ჭანტურიასთან (1869) დამარცხდა, ნოე თუთისანმა (2329) კი ლალი ბიბილაშვილთან (1861) წააგო.

0.13517