თამაშგარე

10:28 | 24.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელი, საბია და მაია ასათიანი

ძალიან უგუნური და მუტრუკი ვინმე ყოფილა ჰოლანდიელი ბურთის მაგორებელი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომელიც ისე საზაზღრად მოიქცა, ნიდერლანდებში “მაია ასათიანის შოუ” რომ იყოს, აუცილებლად მიიწვევდნენ და იქაური მაია გვარიანადაც შეჯორავდა – შე ვერაგო და ქალების მტერო შენაო!

საქმე ისაა, რომ რაფაელმა თავისი აწუკვე ყოფილი გულისსწორი, მოდელი საბია ბულაჰრუზი მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ ამ უკანასკნელს შემთხვევით ორსულობა შეუწყდა, მუცელი მოეშალა და ვან დერ ვაარტების უკვდავი და მარად უჭკნობი გვარი მემკვიდრის გარეშე დატოვა.

საბია ბულაჰრუზი რაფელის ამ საქციელმა რასაკვირველია ძალიან გაანაწყენა (ვინ არ განაწყენდებოდა?!) და სულ იმას იძახის, მე ჩემი ყოფილი სატრფო კაცი მეგონა და ხელში ჩვეულებრივი უნამუსო ჯეელი შემრჩაო. ეს ტექსტი მაიკო ასათიანს არ წააკითხოთ, თორემ მისი ამბავი რომ ვიცით, ვან დერ ვაარტს აქედან შეუთვლის კრულვას. ისე იცოცხლეთ - ღირსი კი იქნება!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120618