ძიუდო

15:26 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩინური პოდიუმი უქართველებოდ შეივსო

ქინგდაოს გრან პრი ისე ჩაჭიდავდა, სამი დღის განმავლობაში დილის პროგრამის დაძლევა და მედლისთვის ბრძოლის გაგრძელება ვერც ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა ვერ შეძლო. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი ჩინეთში ოთხკაციანი შემადგენლობით ჩავიდა. სამწვრთნელო შტაბმა ტურნირის განაცხადში ორი პრობლემატური წონითი კატეგორიის – 66 და 100 კილოგრამების პირველნომრობის კანდიდატები შეიყვანა, მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსო.

შედარებით უკეთესი შედეგი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) აჩვენა – მე-7 ადგილი დაიკავა და 48 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. იმავე წონაში თორნიკე თათარაშვილი შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა.

100 კილოგრამში მოჭიდავე ალექსანდრე მსხალაძისა და გურამ თუშიშვილისთვისაც მერვედფინალი გახდა დაუძლეველი ზღუდე. იქამდე კი ორივემ თითო წრის გავლა მოასწრო. მსხალაძემ დანიელი ფრედერიკ იორგენსენი ჩამოიშორა და უკრაინელ არტემ ბლოშენკოსთან დამარცხდა. თუშიშვილი კი ჩინელი ჯუნ ჟანგის ძლევის შემდეგ ტურნირს პირველ ნომრად განთესილ აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან წაგებით გამოეთიშა.

ქინგდაოს გრან პრიზე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა ესტერ სტამმაც (70 კგ) იჭიდავა, მაგრამ პირველსავე მეტოქესთან – ბრიტანელ მეგან ფლეჩერთან დამარცხდა.

ჩინურ ტატამზე სულ 59 ქვეყნის ნაკრების 373 ძიუდოისტი გავიდა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ყველას იაპონიამ აჯობა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით. საქართველო კი ამჯერად უჩვეულოდ მოკრძალებულ შედეგს დასჯერდა – ახალ ზელანდიასთან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ერთად 29-ე ადგილი დაიკავა.

ძიუდო

გრან პრი

ქინგდაო

20-22 ნოემბერი

კაცები

60 კგ

1 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)

2 ხეროენ მუურენი (ჰოლანდია)

3 ვალიდ ხიარი (საფრანგეთი)

3 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)

66 კგ

1 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 ლიმვან კიმი (სამხრეთ კორეა)

3 კენგო ტაკაიჩი (იაპონია)

7 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

73 კგ

1 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)

2 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

3 ჩოლ გვანგ კიმი (ჩრდილოეთ კორეა)

3 მირალი შარიპოვი (უზბეკეთი)

81 კგ

1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)

2 გოკი მარუიამა (იაპონია)

3 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)

3 უუგანბაატარ ოტგონბაატარი (მონღოლეთი)

90 კგ

1 კენტა ნაგასავა (იაპონია)

2 ეშლი გონზალესი (კუბა)

3 რამინ გურბანოვი (აზერბაიჯანი)

3 ალექსანდრე იდირი (საფრანგეთი)

100 კგ

1 ტუვშინბაიარ ნაიდანი (მონღოლეთი)

2 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)

3 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)

3 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)

2 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 ოლექსანდრ გორდიენკო (უკრაინა)

3 კაცუმა უედა (იაპონია)

ქალები

48 კგ

1 ფუნა ტონაკი (იაპონია)

2 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

3 ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)

3 ებრუ შაჰინი (თურქეთი)

52 კგ

1 იუკა ნიშიდა (იაპონია)

2 გულბადამ ბაბამურატოვა (თურქმენეთი)

3 ცოლმონ ადიასამბუუ (მონღოლეთი)

3 ინგნან მა (ჩინეთი)

57 კგ

1 სუმიია დორჟსურენი (მონღოლეთი)

2 მირიამ როპერი (გერმანია)

3 იანგ ლიუ (ჩინეთი)

3 ანზუ იამამოტო (იაპონია)

63 კგ

1 ჟუნქსია იანგი (ჩინეთი)

2 ბუსრა კატიპოღლუ (თურქეთი)

3 ჯიუნ ბაკი (სამხრეთ კორეა)

3 მარისეტ ესპინოზა (კუბა)

70 კგ

1 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)

2 ლიანა მარზოკი (გერმანია)

3 სეონგიონ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 კატარინა კლისი (პოლონეთი)

78 კგ

1 შორი ჰამადა (იაპონია)

2 ოდრი ჩეუმეო (საფრანგეთი)

3 კაილა ჰარისონი (აშშ)

3 ჯემა გიბონსი (ბრიტანეთი)

+78 კგ

1 სონგ იუ (ჩინეთი)

2 სისი მა (ჩინეთი)

3 სვეტლანა იარომკა (უკრაინა)

3 მინჯეონგ კიმი (სამხრეთ კორეა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128957