თამაშგარე

10:25 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მის ბუმ-ბუმი” მსოფლიოს მოივლის

ძალიან ბევრი დაუკარგავს მათ, ვინც არ იციან ბრაზილიაში ყოველ წელს ტრადიციად ქცეული კონკურსის “მის ბუმ-ბუმის” შესახებ, სადაც გავამშვენიერი ასულები ერთურთს გავის სილამაზეში ეჯიბრებიან და უმკაცრესი და მოუსყიდველი ჟიური მათ შორის საუკეთესო “ერთი ადგილის” მქონეებს გამოავლენს ხოლმე.

ამ კონკურსში მონაწილეობა მიღებული აქვთ უცნობილეს სამხრეთ ამერიკელ მოდელებს და ბევრის წარმატება სწორედ “მის ბუმ-ბუმიდან” დაიწყო. დღეს არაერთ ბრაზილიელ და არამხოლოდ ბრაზილიელ ცნობილ სპორტსმენს ცოლად თუ გულისსწორად აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებული ქალები უზით და ამით დიახაც რომ ბედნიერნი არიან.

როგორც ჩანს, “მის ბუმ-ბუმი” საკმაოდ შემოსავლიან საქმედაც იქცა და სწორედ ამიტომ, კონკურსის ორგანიზატორებს გადაუწყვეტიათ, რომ მათმა ღონისძიებამ ბრაზილიის ფარგლები უნდა დატოვოს და ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართოს. ასე რომ მომავალი კონკურსი მექსიკაში გაიმართება. მერე კი ალბათ ევროპაც გამოჩნდება ჰორიზონტზე. თქვენ სურვილი თქვით თორემ, გავამშვენიერება ბაღდადანაც მოვა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111525