ფეხბურთი

13:33 | 21.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჰირს ჩემპიონთა ლიგაში უნდა

მილანის “ინტერის” პრეზიდენტის, ერიკ ტოჰირის სურვილია, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნდეს.

კლუბის ხელმძღვანელი მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის მუშაობით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ის დასახული მიზნის მიღწევას შეძლებს.

“ვფიქრობ, მანჩინი ზუსტად ის მწვრთნელია, რომელიც “ინტერს” სჭირდება. ის ძალიან კარგად ასრულებს თავის სამუშაოს. კლუბი უახლოეს პერიოდში მოედანზე და მის მიღმა უმაღლეს მიზნებს ისახავს. ჩემპიონთა ლიგისკენ მივისწრაფით და დარწმუნებული ვარ, ამ კუხით რობერტოს როლი უდიდესი იქნება. გუნდის საშუალო ასაკი 26 წელიწადია და ის პროგრესირებას გააგრძელებს” - დარწმუნებულია ტოჰირი.

მოცემული მომენტისთვის “ინტერი” სატურნირო ცხრილის პირველ-მეორე ადგილს “ფიორენტინასთან” იყოფს. ორივე გუნდის ანგარიშზე 27-27 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060922