ფეხბურთი

19:27 | 20.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს” ნავასის შეძენა სურს

როგორც ესპანური გამოცემა Estadio Deportivo იუწყება, ტურინის “იუვენტუსს” “მანჩესტერ სიტის” შემტევის ხესუს ნავასის გადაბირება სურს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონს გაიღებს “ბიანკონერი” ესპანელის სანაცვლოდ.

ნავასი ინგლისურ გრანდში 2013 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ხესუსმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121935