ფეხბურთი

17:45 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

20 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც ევროპის ჩემპიონატს დააკლდებიან

ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლი 17 ნოემბერს დასრულდა და ყველა იმ ნაკრების ვინაობა გაირკვა, რომლებიც კონტინენტის პირველობაზე სათამაშოდ საფრანგეთში გაემგზავრებიან.

24 საუკეთესო ნაკრებს შორის ვერ მოხვდა რამდენიმე ძლიერი გუნდი, რომელთაგან გამოსაყოფი ჰოლანდიაა. “ნარინჯისფერებმა” შესარჩევი ციკლი მთლიანად ჩააგდეს და არც თუ ისე ძლიერ ჯგუფში დამსახურებულად ჩარჩნენ. რაც უნდა იყოს, ჰოლანდიის ნაკრების ფინალურ ეტაპზე გასვლა ალბათ ფეხბურთის ნებისმიერ ქომაგს სურდა, რადგან ჯერ ერთი ტრადიციული და ლაღად მოთამაშე ნაკრებია, მეორეც რამდენიმე ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომელთა არყოფნითაც ბევრი დააკლდება ევროპის ჩემპიონატს.

ცნობილმა გამოცემა Goal.Com-მა რამდენიმე საათის წინ სწორედ იმ მოთამაშეებზე ისაუბრა, რომლებიც ევრო 2016-ს დააკლდებიან. აღნიშნულმა ვებგვერდმა 20 საუკეთესო ფეხბურთელი შეარჩია, რომელთან ყველაზე მეტი, ექვსი მოთამაშე სწორედ ჰოლანდიიდან მოხვდა. აქვე გთავაზობთ ფეხბურთელთა ჩამონათვალს.

ჰოლანდია: მემფის დეპაი, კლას-იან ჰუნტელაარი, რობინ ვან პერსი, დეილი ბლინდი, უესლი სნეიდერი, არიენ რობენი

დანია: ნიკლას ბენდტნერი, კრისტიან ერიკსენი, დანიელ აგერი, პიერ ჰიობერგი

სერბეთი: ბრანისლავ ივანოვიჩი, დუშან ტადიჩი, ალექსანდრ მიტროვიჩი, ალექსანდრ კოლაროვი, ნემანია მატიჩი

ბოსნია: ედინ ჯეკო, მირალემ პიანიჩი, ასმირ ბეგოვიჩი

სლოვენია: სამირ ჰანდანოვიჩი

ნორვეგია: მარტინ ოდეგაარდი

თეგებიევრო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121105