ფეხბურთი

21:46 | 22.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დარასელია და იაკობაშვილი – ისრაელის 17-წლამდელთა ნაკრებში

ისრაელის 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი დაიწყო, პირველი მატჩი საფრანგეთთან 0:3 წააგო და ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ისრაელის ნაკრებში ორი ქართველი ჭაბუკია: ნახევარმცველი ჯიჯი დარასელია და მცველი დანი იაკობაშვილი. ფრანგებთან დარასელიამ სრულად ითამაშა, იაკობაშვილი კი სკამზე გახლდათ.
ჯიჯი დარასელია მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ვაჟი გახლავთ. გიორგი დარასელია, როგორც იცით, კარგა ხანს ისრაელში თამაშობდა, შემდეგ იქვე დაიწყო სამწვთნელო საქმიანობაც, ბოლოს კი ქუთაისის “ტორპედოს” თავკაცობდა. მისი ვაჟი ჰაიფას “მაკაბის” ასაკობრივ გუნდში თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064805