ჭორთმოყვარულება ლეო მესის იმდენი უჩხიკინეს და იმდენი უჩიჩინეს, რომ ბოლოს და ბოლოს ლეომაც ამოღერღა თუ ვინ არის მისი ოცნების ქალი და ვისთან მოინდომებდა “იმ ამბებს ჩვენ რომ ვიცით”. არგენტინელმა სუპერმეგოლემ ასეთად ბრაზილიელი მოდელი, ისაბელ ფონტანა დასახელა.
ლეო მესიმ ამ აღიარებას სწრაფადვე ისიც დაამატა, რომ თავისი ცოლისა და ოჯახის ერთგულია და სადმე ველურად გახვანხვალებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს, თუმცა მსოფლიოს წამყვანმა ბულვარულმა გამოცემებმა უკვე დაიწყეს მსჯელობა იმის შესახებ დადგება თუ არა ჟამი, ოდეს ლეო ადრიანას ვითარცა ბურთს ააბურთავებს და პირიქით...
რა უნდა ვთქვათ ისაბელ ფონტანაზე გარდა იმისა, რომ მართლაც თვალისმომჭრელი სილამაზის ქალია და დამსახურებულად უმღვრევს სისხლს არაერთ მამაკაცს. ისაბელი შარშან ბრაზილიის ყველაზე ლამაზ ქალადაც კი დაასახელეს და მისი პოპულარობა როგორც იტყვიან ზენიტშია. ჰოდა, ჰქონია გემოვნება ამ ლეო მესისაც და რას ვერჩით...







