დაახლოებით ორი წლის წინ, უკრაინული ფესვების მქონე ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი ქალი, მილა იოვოვიჩი აწუკვე დევნილობაში მყოფ უკრაინის საფეხბურთო გრანდს, დონეცკის “შახტარს” სიყვარულში გამოუტყდა და თავი ამ კლუბის ერთგულ და მარადიულ ქომაგად შერაცხა.
ამის შემდეგ როგორც იცით, უკრაინაში მათმა “მოძმე” რუსეთმა დიდი უბედურება დაატრიალა და დონეცკი და მთელი აღმოსავლეთ უკრაინა ამჟამად ოკუპირებულია. ამას კი “შახტარის” შესანიშნავი არენის, “დონბას არენის” განადგურებაც მოჰყვა და ახლა “შახტარი” ჩვენი ”ცხინვალისა” და სოხუმის “ცხუმისა” არ იყოს, სხვა ქალაქებს მიკედლებულ დევნილ კლუბად იქცა.
და სწორედ ამ დროს, განსაკუთრებულად დასაფასებელია, რომ მილა იოვოვიჩმა კვლავ გაიხსენა დონეცკური კლუბი და საკუთარი ერთგულების დასამტკიცებლად “შახტარის” მთელი წლის საშინაო მატჩების აბონიმენტი შეიძინა. ამას გარდა, მილა ასევე აპირებს ფინანსურადაც დაეხმაროს “შახტარს” და მისი ეს საქციელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იოვოვიჩი დიდ მსახობათან ერთად, დიდი ადამიანიცაა.







