კალათბურთი

22:40 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის 14-მა ქულამ "გრაველინს" ვერ უშველა

გიორგი ცინცაძის საუკეთესო მატჩი საფრანგეთის ჩემპიონატში. „გრაველინის“ ქართველი ლეგიონერი მორიგი ტურის მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მისმა გარჯამ დიუნკერკელებს ჩემპიონატის პირველი მარცხი ვერ აარიდა.

სასტარტო 2 გამარჯვების შემდეგ „გრაველინმა“ “შალონ-რეიმსს“ უმასპინძლა და 8 ქულის სხვაობით - 82:90 დამარცხდა. ქართველი უნაკახაზელი ისევ სათადარიგო იყო, თუმცა ამჯერად მოედანზე მისთვის ჩემპიონატში სარეკორდო დროით - 21 წუთით გამოჩნდა და საკმაოდ შედეგიანიც იყო.

ქართველმა გამთამაშებელმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ცინცაძემ 14 ქულა დააგროვა, რასაც დიუნკერკელთაგან უმეტესი 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიაყოლა. საერთო ჯამში გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 შეადგინა და მხოლოდ 1 ერთეულით ჩამორჩა დიუნკერკელთაგან საუკეთესო შედეგის მქონე პაპე სის.

2 მოგებითა და 1 მარცხით „გრაველინი“ მე-4 ადგილზე იმყოფება. მორიგ ტურში, 17 ოქტომბერს, ცინცაძის გუნდი სტუმრად „ნანტერს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.182807