ესპანეთიდან ფლორენციის “ფიორენტინაში” გადაბარგებული მარიო სუარესის ცხოვრება ბოლო დროს არამხოლოდ იმან შეცვალა, რომ საცხოვრებლად მადრიდს ტოსკანა ამჯობინა, არამედ იმანაც, რომ მარიოს ცოლი, ცნობილი ესპანელი მოდელი, მალენა კოსტა კარგა ხნით გამოემშვიდობა თავის საქმიანობას და ნამტანავად დამჯერ დიასახლისად გარდაისახა.
როგორც მალენა კოსტა განმარტავს, მას ცოტა ხნით თავადაც სჭირდებოდა დასვენება და ზედმეტი ყურადღებისგან განდგომა. ამას გარდა, სხვა გარემოში მოხვედრილ მარიოსაც ადაპტაციაში ცოლის დახმარება წესით ძალიან გამოადგება და როცა ეს ყველაფერი ულამაზეს ფლორენციაში ხდება, ვითომ რატომ არ უნდა იფიქროს ადამიანმა საკუთარ თავზე და ურთიერთობებზე?!
ადრეც ვწერდით, რომ მალენა კოსტა და მარიო სუარესი ჯერ ოფიციალურად არ არიან შეუღლებულები, მაგრამ ერთმანეთს ცოლ-ქმრად მოიხსენიებენ და ჩვენ რა უფლება გვაქვს მათი ურთიერთობების ფორმებსა და სტილში ეჭვი შევიტანოთ? მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ევროპაში წყვილებს შორის ასეთი ხელმოუწერელი თანაცხოვრება მეტად პოპულარული გახდა.







