ფეხბურთი

1:29 | 28.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სენსაციები და გოლები

საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტური მოულოდნელი შედეგებით დასრულდა, "სენტ ეტიენი" და "მარსელი" შინ დამარცხდნენ.

მიშელის გუნდი "ანჟერთან" დამარცხდა. ბათშუს გოლი საკამრისი არ გამოდგა. ლიგა 1-ში აღზევებულმა "ანჟერმა" მესამეადგილოსან "რენის" მსგავსად 15 ქულა მოაგროვა და ევროტურნირებისთვის მებრძოლ კლუბებში გაერია, თუმცა ჯერ მაინც ადრეა ანჟერელთა ამბიციებზე საუბარი.

ბენ არფამ კვლავ გაიტანა, მისი გუნდი კი"სენტ ეტიენის" სტადიონზე გახდა გამარჯვებული, რაც ყოველთვის ძალიან რთულია. ფაქტია პუელის გუნდმა ეს სირთულე პირველივე ტაიმში დაძლია და შესვენების შემდეგი დრო ფორმალური ხასითის გამოვიდა.

"გენგამისა" და "მონაკოს" მატჩში 6 გოლი გავიდა. ჟარდიმის გუნდი სამჯერ დაწინაურდა, თუმცა მასპინძლები ახერხებდნენ გამარჯვებას. ბოლო გოლი 89-ე წუთზე გავიდა, როცა "გენგამმა" კიდევ ერთხელ, ამჯერად ბენეზეტის გოლით გაათანაბრა.

მასპინძელთაგან მხოლოდ "მონპელიემ" მოიგო. კურბისის ფეხბურთელთაგან გამარჯვების გოლი მარტინიმ გაიტანა და ადგილობრივი პუბლიკა პირველი გამარჯვებით გაახარა.

მარსელი – ანჟერი 1:2 (0:1)

მარსელი, “ველოდრომი”

მარსელი: მანდანდა, როლანდო, დე შელიე, ნ’კულუ, მანკილო (ჯა ჯეჯე 71), დიარა, ბარადა, კაბელა, სარი (ოკამპოსი 63), ზამბო (ლუკას სილვა 46), ბათშუ

მთავარი მწვრთნელი: მიშელი

ანჟერი: ბუთელე, ტომასი, ტრაორე, ანდრეუ, მუტუ (ურიაკი 58), მანგანი ( დიერსი 81), მანსეუ (ანგულა 46), აბდულ კამარა, საისი, კეტკეოპომპონე, დორე

მთავარი მწვრთნელი: მულინი

გოლები: 0:1 მანგანი (პენ 38), 0:2 ტომასი (69), 1:2 ბათშუ (პენ 79)

მთავარი მსაჯი: მიქაელ ლესაჟე

გაფრთხილება: საისი (26), კაბელა (37), კეტკეოპომპონე (59), ნ’კულუ (69), ბარადა (73)

მონპელიე – ლორიენი 2:1 (1:0)

მონპელიე, “სტად დე ლა მოსონი”

მონპელიე: პიონე, კონგრე, ჰილტონი, რემი, რუსილონი, ბენსებაინი, ბუდებუზი (ლასნე 59), დაბო, მარტინი, კამარა, იატაბარე (ბერიგუდი 46_

მთავარი მწვრთნელი: კურბისი

ლორიენი: ლეკომტე, კონე, გასამა (პაიე 79), ლე გოფი, ლაუტოა, ბართელმე (ჟუფრე 64), აბდულაჰი, ფილიპოტე (ფოფანა 74), ნდონგი, მუკანჯო, ვარისი

მთავარი მწვრთნელი: რიპოლი

გოლები: 1:0 ბენსებაინი (6), 1:1 აბდულაჰი (48), 2:1 მარტინი (57)

მთავარი მსაჯი: სტეფან ჟოჩემი

გაფრთხილება: გასამა (30), კონე (39), ბენსებაინი (47), ფილიპოტე (49), მარტინი (58), აბდულაჰი (61), ლე გოფი (86),

გაძევება: აბდულაჰი (90+3)

გენგამი – მონაკო 3:3 (1:2)

გენგამი, “სტად დე რუდურუ”

გენგამი: ლოსლი, იაკობსენი, სორბონი, ანგუა, მატისი (დიალო 72), სანჰარე, ბენეზეტი, დოს სანტოსი, კოკო (ბეგუ 86), ბრიანი, პრივატი (სალიბური 78)

მთავარი მწვრთნელი: გურვენეკი

მონაკო: სუბასიჩი, რიკარდო კარვალიო, რაჯი, ტურე (ტრაორე 35), ფაბინიო, ვალასე, დირარი, ბაკაიოკო, ლემარი (პალასიჩი 65), ბერნარდო სილვა, ელ შაარავი (ტრაორე 78)

მთავარი მწვრთნელი: ჟარდიმი

გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (14), 1:1 პრივატი (30), 1:2 რაჯი (45), 2:2 ბენეზეტი (65), 2:3 დირარი (71), 3:3 ბენეზეტი (89)

მთავარი მსაჯი: ვილფრიდ ბიენი

გაფრთხილება: იაკობსენი (24), რიკარდო კარვალიო (32), ბაკაიოკო (60), მატისი (70), სანჰარე (84), ბეგუ (86), სალიბური (90+3), რაჯი (90+3)

სენტ ეტიენი – ნიცა 1:4 (1:3)

სენტ ეტიენი, “ჟოფრი გიშარდი”

სენტ ეტიენი: რუფიე, პერინი, პოგბა (სალი 64), მალკუტი, პოლომატი, კლემენტი (ბაჰებეკი 65), ლემოინე, ეისერიკი, ბერიჩი, ჰამუმა, ბამბა (პაიო 46)

მთავარი მწვრთნელი: გალტიე

ნიცა: ჰასენი, ბოდმერი, ლე მარშანდი, ბენ არფა (ბაისე 84), მენდი, სერი (ტრაორე 66), მალმანი, კოზიელო, პაიე, ჟერმაინი (ბენრაჰმა 86), რიკარდო ფერეირა

მთავარი მწვრთნელი: პუელი

გოლები: 0:1 კოზიელო (5), 1:1 პერინი (19), 1:2, 1:3 ბენ არფა (39, 45+1), 1:4 სერი (53)

მთავარი მსაჯი: ვარელა

გაფრთხილება: სერი (29), პაიო (50), ლემოინე (63), პოლომატი (75), ეისერიკი (89)

გაძევება: მენდი (62), ლე მარშანდი (81)

83-ე წუთზე ბაჰებეკმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

0.118418