ფეხბურთი

17:03 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხავი მარტინესი სრულად გამოჯანმრთელდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ხავი მარტინესი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო, სრულად გამოჯანმრთელდა.

Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა შარშან დაზიანებული მუხლი სრულად მოირჩინა. თუმცა, ის ჯერ მოედანზე გასასვლელად მზად არაა, რადგან გუნდთან ერთად ვარჯიშის პროცესში ოპტიმალური ფორმა უნდა აღიდგინოს.

2012 წლის 29 აგვისტოს “ბაიერნმა” მარტინესი ბილბაოს “ატლეტიკიდან” 40 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც ბუნდესლიგის არსებობის 50-წლიან ისტორიაში რეკორდი აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11405