ფეხბურთი

21:25 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონმა” რამირო მორი შეიძინა

ინგლისის “ევერტონმა” არგენტინის “რივერ პლეიტიდან” ნახევარმცველი რამირო ფუნიეს მორი შეიძინა.

ბრიტანული გამოცემა The Mirror-ის ინფორმაციით, ლივერპულელებმა 24 წლის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.

მორის ტრანსფერი კლუბებს შორის რამდენიმე დღის წინა შეთანხმდა, მაგრამ საჭირო დოკუმენტების გაფორმების შეფერხების გამო, გარიგება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე შედგა.

მორის არგენტინის ეროვნულ გუნდში ერთხელ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10756